დრო:

ჯუზი 6 · გვერდი 113 · Al-Maaida

სურა მაიდე — აიათი 32

ყურანი ქართულ თარგმანში — samufto.ge

არაბული

مِنۡ أَجۡلِ ذَٰلِكَ كَتَبۡنَا عَلَىٰ بَنِيٓ إِسۡرَـٰٓءِيلَ أَنَّهُۥ مَن قَتَلَ نَفۡسَۢا بِغَيۡرِ نَفۡسٍ أَوۡ فَسَادٖ فِي ٱلۡأَرۡضِ فَكَأَنَّمَا قَتَلَ ٱلنَّاسَ جَمِيعٗا وَمَنۡ أَحۡيَاهَا فَكَأَنَّمَآ أَحۡيَا ٱلنَّاسَ جَمِيعٗاۚ وَلَقَدۡ جَآءَتۡهُمۡ رُسُلُنَا بِٱلۡبَيِّنَٰتِ ثُمَّ إِنَّ كَثِيرٗا مِّنۡهُم بَعۡدَ ذَٰلِكَ فِي ٱلۡأَرۡضِ لَمُسۡرِفُونَ

ქართული თარგმანი

ამისთვის[68]დავუწერეთ ისრაილის შვილთ, რომ ვინც მოჰკლას ადამიანი არა ადამიანის წილ და არა ქვეყანაზე უკეთურობის გასაწმენდად, თითქოსდა მთელი ხალხი ამოეწყვიტოს. და ვინც ადამიანს სიცოცხლეს შეუნარჩუნებს, თითქოსდა მთელი ხალხისთვის შეენარჩუნებინოს სიცოცხლე. ვფიცავ! ჩვენი შუამავალნი უკვე იყვნენ მათთან[69]მისულნი ცხადი მტკიცებანით[70], მაგრამ ამის შემდგომაც, უეჭველად, ბევრი იმათგანი მაინც განაგრძობდა დედამიწაზე ზღვარგადასულობას[71].

შენიშვნები

  1. [68] რაც ჩაიდინა ყაბილმა
  2. [69] ისრაილის შვილებთან
  3. [70] სასწაულებით
  4. [71] ისინი კლავდნენ შუამავალთ და ადამიანებს, და უსამართლობას ეწეოდნენ
სურა მაიდე — აიათი 32 | ყურანი ქართულად