დრო:

ჯუზი 6 · გვერდი 114 · Al-Maaida

სურა მაიდე — აიათი 38

ყურანი ქართულ თარგმანში — samufto.ge

არაბული

وَٱلسَّارِقُ وَٱلسَّارِقَةُ فَٱقۡطَعُوٓاْ أَيۡدِيَهُمَا جَزَآءَۢ بِمَا كَسَبَا نَكَٰلٗا مِّنَ ٱللَّهِۗ وَٱللَّهُ عَزِيزٌ حَكِيمٞ

ქართული თარგმანი

და ქურდ კაცსა და ქურდ ქალს ორივეს ხელები მოჰკვეთეთ[81]ალლაჰისგან საზღაურად რაც ჩაიდინეს, და (ხალხთათვის) სანიმუშოდ. ხოლო ალლაჰი ძლევამოსილია, ბრძენია.

შენიშვნები

  1. [81] ეს ჯარიმა ვრცელდება გონიერ და ზრდასრულ პიროვნებებზე. ამ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ეკვეთება მარჯვენა ხელი, ხოლო ხელმეორედ დანაშაულის ჩადენის დროს, მარცხენა ფეხი, და თუ გააგრძელებს ამ დანაშაულის ჩადენას, მერე ციხე, სანამ არ მოინანიებს თავის ჩადენილს. მოპარული საქონლის ფასი უნდა აღემატებოდეს ოთხ გრამ ოქროს ფასს, და ასევე უნდა იყოს მუსლიმთა მიერ ეს საქონელი ფასეული. მაგალითად, ღვინის ან ღორის ხორცის მომპარველს ეს ჯარიმა არ შეეხება, ვინაიდან, ესენი არ არის მუსლიმთათვის ფასეულობები, ასევე ისეთი ქონება უნდა იყოს, რომლის ყიდვა-გაყიდვაც შესაძლებელია, ამიტომ თავისუფალი ადამიანის მოტაცების შემთხვევაში ხელის მოკვეთით არ დაჯარიმდება, ვინაიდან, თავისუფალი ადამიანი არ არის ყიდვა-გაყიდვის საგანი. თუკი სისრულეში მოვა ეს, მაშინ დამნაშავე აღარ უხდის მოპარული ქონების საფასურს, დაზარალებულს უფლება აქვს მიმართოს მოსამართლეს ზარალის ანაზღაურების მიზნით. თუკი ასე მოხდება, დამნაშავეს აღარ მოეკვეთება ხელი და გადაუხდის დაზარალებულს, ორივე ჯარიმა ერთად არ გავრცელდება.
სურა მაიდე — აიათი 38 | ყურანი ქართულად