დრო:

ჯუზი 6 · გვერდი 107 · Al-Maaida

სურა მაიდე — აიათი 4

ყურანი ქართულ თარგმანში — samufto.ge

არაბული

يَسۡـَٔلُونَكَ مَاذَآ أُحِلَّ لَهُمۡۖ قُلۡ أُحِلَّ لَكُمُ ٱلطَّيِّبَٰتُ وَمَا عَلَّمۡتُم مِّنَ ٱلۡجَوَارِحِ مُكَلِّبِينَ تُعَلِّمُونَهُنَّ مِمَّا عَلَّمَكُمُ ٱللَّهُۖ فَكُلُواْ مِمَّآ أَمۡسَكۡنَ عَلَيۡكُمۡ وَٱذۡكُرُواْ ٱسۡمَ ٱللَّهِ عَلَيۡهِۖ وَٱتَّقُواْ ٱللَّهَۚ إِنَّ ٱللَّهَ سَرِيعُ ٱلۡحِسَابِ

ქართული თარგმანი

ისინი გეკითხებიან შენ[10], რა არის მათთვის ნებადართული[11], უთხარი: ყველანაირი სუფთა საკვები, აგრეთვე ნება გეძლევათ ჭამოთ ის, რასაც თქვენთვის მოინადირებენ გაწვრთნილი ცხოველები და ფრინველები, როგორც ეს ალლაჰმა გასწავლათ. ჭამეთ იქიდან, რასაც თქვენთვის დაიჭერენ და მასზე ალლაჰის სახელი ახსენეთ. გეშინოდეთ ალლაჰის. უეჭველად, ალლაჰი სწრაფანგარიშმსწორებია!

შენიშვნები

  1. [10] ო, მუჰამმედ
  2. [11] საჭმელთაგან
სურა მაიდე — აიათი 4 | ყურანი ქართულად