დრო:

ჯუზი 6 · გვერდი 108 · Al-Maaida

სურა მაიდე — აიათი 6

ყურანი ქართულ თარგმანში — samufto.ge

არაბული

يَـٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُوٓاْ إِذَا قُمۡتُمۡ إِلَى ٱلصَّلَوٰةِ فَٱغۡسِلُواْ وُجُوهَكُمۡ وَأَيۡدِيَكُمۡ إِلَى ٱلۡمَرَافِقِ وَٱمۡسَحُواْ بِرُءُوسِكُمۡ وَأَرۡجُلَكُمۡ إِلَى ٱلۡكَعۡبَيۡنِۚ وَإِن كُنتُمۡ جُنُبٗا فَٱطَّهَّرُواْۚ وَإِن كُنتُم مَّرۡضَىٰٓ أَوۡ عَلَىٰ سَفَرٍ أَوۡ جَآءَ أَحَدٞ مِّنكُم مِّنَ ٱلۡغَآئِطِ أَوۡ لَٰمَسۡتُمُ ٱلنِّسَآءَ فَلَمۡ تَجِدُواْ مَآءٗ فَتَيَمَّمُواْ صَعِيدٗا طَيِّبٗا فَٱمۡسَحُواْ بِوُجُوهِكُمۡ وَأَيۡدِيكُم مِّنۡهُۚ مَا يُرِيدُ ٱللَّهُ لِيَجۡعَلَ عَلَيۡكُم مِّنۡ حَرَجٖ وَلَٰكِن يُرِيدُ لِيُطَهِّرَكُمۡ وَلِيُتِمَّ نِعۡمَتَهُۥ عَلَيۡكُمۡ لَعَلَّكُمۡ تَشۡكُرُونَ

ქართული თარგმანი

ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! როცა წამოდგებით სალოცავად, დაიბანეთ სახენი და ხელები იდაყვების ჩათვლით, თავი შეიწმინდეთ[14]და დაიბანეთ ფეხები კოჭების ჩათვლით. და თუ ხართ უსუფთური[15], განიბანეთ. და თუ ავად[16]ხართ ან მოგზაურობთ; ან თუ რომელიმე თქვენთაგანი საპირფარეშოში გავიდა საჭიროებისათვის, ან ქალთან გქონდათ თანაცხოვრება და ვერ ჰპოვოთ წყალი, მაშინ განიბანეთ მიწით (თეიმუმი შეასრულეთ)[17]და წაისვით სუფთა მიწა სახეზე და ხელებზე. ალლაჰის ნება არ არის რაიმე სიძნელე დაგიწესოს თქვენ[18], მაგრამ უნდა, რომ განგწმინდოთ თქვენ და სრულქმნას წყალობა მისი თქვენდა, ეგების მადლიერნი იქმნეთ თქვენ!

შენიშვნები

  1. [14] თავის ერთ მეოთხედის წყლით დასველება, ე.ი. სველი ხელის მოსმა თავის ერთ მეოთხედ ნაწილზე
  2. [15] მასტურბაცია (ონანიზმი), პოლუცია (ეშმაკის ცდუნება ძილის დროს), მეუღლესთან თანაცხოვრება (სექსუალური კავშირი) და ქალთა წესები მენსტრუაცია და მშობიარობის შემდეგ 40 დღე.
  3. [16] წყლის გამოყენება თუ ზიანს მოგაყენებთ
  4. [17] თეიმუმი, როდესაც დიდი ან პატარა განბანვა არის საჭირო და არ მოინახება წყალი, უზენაესი ალლაჰის მიერ ამ რიტუალის გაადვილებული ვარიანტია. მიწას ორივე ხელით ვეხებით, შემდეგ პირისახეზე ჩამოვისვამთ, კვლავ მიწას ვეხებით და ვისვამთ მკლავებზე.
  5. [18] რა მოგვევლინა ისლამში განბანვის საშუალებები, მაგალითად, დიდი განბანვა, პატარა განბანვა და სუფთა მიწით განწმენდა, ეს ყველაფერი ადამიანის განწმენდისთვის არის დაწესებული და არა ადამიანის შევიწროებისთვის
სურა მაიდე — აიათი 6 | ყურანი ქართულად