არაბული
وَلَا تَأۡكُلُواْ مِمَّا لَمۡ يُذۡكَرِ ٱسۡمُ ٱللَّهِ عَلَيۡهِ وَإِنَّهُۥ لَفِسۡقٞۗ وَإِنَّ ٱلشَّيَٰطِينَ لَيُوحُونَ إِلَىٰٓ أَوۡلِيَآئِهِمۡ لِيُجَٰدِلُوكُمۡۖ وَإِنۡ أَطَعۡتُمُوهُمۡ إِنَّكُمۡ لَمُشۡرِكُونَ
ქართული თარგმანი
და არ მიირთვათ ის, რაზეც ალლაჰის სახელი არ არის მოხსენიებული[195]! უეჭველად, იგი[196]ჭეშმარიტი გზიდან აცდენაა. და ნამდვილად ეშმაკნი ჩასჩურჩულებენ თავიანთ მეგობრებს[197], რათა გეკამათონ თქვენ[198]. და თუ დაჰყვებით მათ, უეჭველად, თქვენ წარმართთაგანი იქნებით!
შენიშვნები
- [195] ლეში, ასევე ცხოველის დაკვლის დროს ალლაჰის სახელის განზრახ არ მოხსენება. ისლამის ფიქიჰჩებს (ისლამის დოგმების მცოდნენი) განსხვავებული შეხედულება აქვთ:1.იმამი აჰმედისა და დავუდი ზაჰირის მიხედვით: თუკი ალლაჰის სახელი არ იქნება ცხოველის დაკვლის დროს მოხსენიებული, ეს ხორცი არ მიირთმევა, არ აქვს მნიშვნელობა ეს განგებ იქნება თუ დავიწყებით.2.იმამი მალიქისა და იმამი შაფის მიხედვით: თუკი ალლაჰის სახელი არ არის მოხსენიებული დაკვლის დროს და ეს ყასაბი მუსლიმია, შინაური ცხოველების ხორცი მიირთმევა, არ აქვს მნიშვნელობა ეს განგებ იქნება თუ დავიწყებით.3.იმამი აზამის მიხედვით კი: თუკი ალლაჰის სახელი არ არის მოხსენიებული ცხოველის დაკვლის დროს, ეს ხორცი არ მიირთმევა, მაგრამ თუკი დაავიწყდა „ბისმილლის“ თქმა ანუ ალლაჰის სახელის მოხსენიება, ეს არ საჭიროებს ამ ხორცის აკრძალვას
- [196] მისი მირთმევა, რაზეც ალლაჰის სახელი არ იქნა მოხსენებული
- [197] ურწმუნოებს
- [198] და ის ხორცი, რაზეც ალლაჰის სახელი არ არის მოხსენიებული, ალალად გადააქციონ