დრო:

ჯუზი 8 · გვერდი 146 · Al-An'aam

სურა ეღამი — აიათი 138

ყურანი ქართულ თარგმანში — samufto.ge

არაბული

وَقَالُواْ هَٰذِهِۦٓ أَنۡعَٰمٞ وَحَرۡثٌ حِجۡرٞ لَّا يَطۡعَمُهَآ إِلَّا مَن نَّشَآءُ بِزَعۡمِهِمۡ وَأَنۡعَٰمٌ حُرِّمَتۡ ظُهُورُهَا وَأَنۡعَٰمٞ لَّا يَذۡكُرُونَ ٱسۡمَ ٱللَّهِ عَلَيۡهَا ٱفۡتِرَآءً عَلَيۡهِۚ سَيَجۡزِيهِم بِمَا كَانُواْ يَفۡتَرُونَ

ქართული თარგმანი

და თქვეს თავიანთი ჭკუით[217]: „ეს საქონელი და ნათესები ხელშეუხებელია. ვერ მიირთვამს მისგან ვერავინ, თუ არ იქნება ჩვენი[218]ნება. და საქონელი, რომლის ზურგიც აკრძალულია[219], და საქონელი, რომელზეც ალლაჰის სახელს არ ახსენებენ[220]“. ამგვარად მასზე სიცრუეს იგონებდნენ, სულ მალე მიეზღვებათ მათ, რასაც იგონებდნენ იმისთვის!

შენიშვნები

  1. [217] რაზეც არანაირი მტკიცებულება არ გააჩნდათ
  2. [218] კერპთაყვანისმცემლების
  3. [219] ამხედრება აკრძალულია
  4. [220] პირიქით, ცხოველის დაკვლის დროს მოიხსენიებენ კერპების სახელებს და ამბობენ: ეს (კერპებზე წილის დადგენა) ალლაჰმა გვიბრძანაო
სურა ეღამი — აიათი 138 | ყურანი ქართულად