დრო:

ჯუზი 7 · გვერდი 131 · Al-An'aam

სურა ეღამი — აიათი 34

ყურანი ქართულ თარგმანში — samufto.ge

არაბული

وَلَقَدۡ كُذِّبَتۡ رُسُلٞ مِّن قَبۡلِكَ فَصَبَرُواْ عَلَىٰ مَا كُذِّبُواْ وَأُوذُواْ حَتَّىٰٓ أَتَىٰهُمۡ نَصۡرُنَاۚ وَلَا مُبَدِّلَ لِكَلِمَٰتِ ٱللَّهِۚ وَلَقَدۡ جَآءَكَ مِن نَّبَإِيْ ٱلۡمُرۡسَلِينَ

ქართული თარგმანი

და ვფიცავ, რომ შენამდეც ცრუდ მიჩნეული იქმნენ შუამავალნი[45]. მაგრამ მათ მოითმინეს ის, რომ ცრუდ ირაცხებოდნენ და იდევნებოდნენ, ვიდრე ჩვენი შეწევნა არ მიუვიდათ. და ვერავინ შეცვლის ალლაჰის სიტყვებს[46]. და უკვე მოვიდა შენთან ამბავი შუამავალთა[47].

შენიშვნები

  1. [45] უზენაესი ალლაჰი ამ წმინდა აიათის მეშვეობით ანუგეშებს მუჰამმედ შუამავალს
  2. [46] ალლაჰის აღთქმას
  3. [47] რაც უკვე შთაგაგონეთ
სურა ეღამი — აიათი 34 | ყურანი ქართულად