არაბული
وَلَا تَطۡرُدِ ٱلَّذِينَ يَدۡعُونَ رَبَّهُم بِٱلۡغَدَوٰةِ وَٱلۡعَشِيِّ يُرِيدُونَ وَجۡهَهُۥۖ مَا عَلَيۡكَ مِنۡ حِسَابِهِم مِّن شَيۡءٖ وَمَا مِنۡ حِسَابِكَ عَلَيۡهِم مِّن شَيۡءٖ فَتَطۡرُدَهُمۡ فَتَكُونَ مِنَ ٱلظَّـٰلِمِينَ
ქართული თარგმანი
და არ გააძევო! რომელნიც მისი წყალობის სურვილით ევედრებიან თავიანთ ღმერთს დილითა და საღამოთი. შენ არ მოგეკითხება მათ გამო და არც მათ მოეკითხებათ შენ გამო. თუ გააძევებ მათ, მაშინ იქნები უსამართლოთაგან.[71]
შენიშვნები
- [71] გადმოცემის თანახმად, ყურეიშელთა წინამძღოლებმა შუამავალს მიმართეს: თუკი ამ მონებს - ემმარს, სუჰეიბს, ჰებბაბს, სელმანს, (ალლაჰი კმაყოფილია მათგან) - ჩამოიცილებ, მაშინ ჩვენ შენთან მოვალთ და დაგელაპარაკებით. შუამავალმა მიუგო, მე ვინა ვარ მორწმუნენი გავაძეოო! კარგი, მაშინ როცა ჩვენ მოვალთ მაშინ გააძევეო, მერე ისევ შენთან იყვნენ! შუამავალმა იმ იმედით, რომ ისინი რწმენას მიიღებდნენ, დათანხმების მსგავსი გამომეტყველება მიიღო, სწორედ ამის თაობაზე ეს ძვირფასი აიათი იქნა მოვლენილი. მასში ნათლად ჩანს, რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ისლამი ჭეშმარიტ მორწმუნეებს.