დრო:

ჯუზი 7 · გვერდი 139 · Al-An'aam

სურა ეღამი — აიათი 94

ყურანი ქართულ თარგმანში — samufto.ge

არაბული

وَلَقَدۡ جِئۡتُمُونَا فُرَٰدَىٰ كَمَا خَلَقۡنَٰكُمۡ أَوَّلَ مَرَّةٖ وَتَرَكۡتُم مَّا خَوَّلۡنَٰكُمۡ وَرَآءَ ظُهُورِكُمۡۖ وَمَا نَرَىٰ مَعَكُمۡ شُفَعَآءَكُمُ ٱلَّذِينَ زَعَمۡتُمۡ أَنَّهُمۡ فِيكُمۡ شُرَكَـٰٓؤُاْۚ لَقَد تَّقَطَّعَ بَيۡنَكُمۡ وَضَلَّ عَنكُم مَّا كُنتُمۡ تَزۡعُمُونَ

ქართული თარგმანი

და ვფიცავ! მოხვედით ჩვენთან ეულნი[151], როგორც ჩვენ გაგაჩინეთ თავდაპირველად და ზურგსუკან მოიტოვეთ რაც გიბოძეთ. და ვერ ვხედავთ თქვენს ერთად თქვენს შემწეებს[152], რომლებზეც ირწმუნებოდით, რომ თანაზიარნი არიან თქვენი[153]. ვფიცავ, გაწყდა თქვენ შორის კავშირები და გაგეცალა თქვენგან, რასაც ირწმუნებოდით.[154]

შენიშვნები

  1. [151] არც ქონება გაქვთ და არც გყავთ შვილნი, მარტოდ მოხვედით ყველასგან გამოცალკევებულნი
  2. [152] კერპებს
  3. [153] ირწმუნებოდით, რომ უფლება გქონდათ ღვთისმსახურებაში კერპები ჩაგერიათ
  4. [154] მათ ქომაგობასა და შუამადგომლობას
სურა ეღამი — აიათი 94 | ყურანი ქართულად