დრო:

ჯუზი 9 · გვერდი 169 · Al-A'raaf

სურა ეღრაფი — აიათი 150

ყურანი ქართულ თარგმანში — samufto.ge

არაბული

وَلَمَّا رَجَعَ مُوسَىٰٓ إِلَىٰ قَوۡمِهِۦ غَضۡبَٰنَ أَسِفٗا قَالَ بِئۡسَمَا خَلَفۡتُمُونِي مِنۢ بَعۡدِيٓۖ أَعَجِلۡتُمۡ أَمۡرَ رَبِّكُمۡۖ وَأَلۡقَى ٱلۡأَلۡوَاحَ وَأَخَذَ بِرَأۡسِ أَخِيهِ يَجُرُّهُۥٓ إِلَيۡهِۚ قَالَ ٱبۡنَ أُمَّ إِنَّ ٱلۡقَوۡمَ ٱسۡتَضۡعَفُونِي وَكَادُواْ يَقۡتُلُونَنِي فَلَا تُشۡمِتۡ بِيَ ٱلۡأَعۡدَآءَ وَلَا تَجۡعَلۡنِي مَعَ ٱلۡقَوۡمِ ٱلظَّـٰلِمِينَ

ქართული თარგმანი

და როცა მუსა დაბრუნდა თავის ხალხთან განრისხებული და დამწუხრებული[220], უთხრა მათ: ჩემს არყოფნაში რაოდენ ცუდი ნაცვლობა გამიწიეთ. განა, დააჩქარეთ თქვენი ღმერთის ბრძანება? და დაყარა დაფები. და წაავლო თავში[221]ხელი თავის ძმას[222]და ქაჩავდა თავისკენ. უთხრა[223]: ჰეი, შვილო დედაჩემისა! უეჭველად, ხალხმა გადამძალა მე და სადაცაა მკლავდნენ. და ნუ გაახარებ[224]მტრებს ჩემზე და ნუ ჩამთვლი უსამართლო[225]ხალხთან ერთად.

შენიშვნები

  1. [220] რადგანაც უზენაესმა ალლაჰმა აცნობა წინასწარ, სურა „ტაჰა“, 20/85.
  2. [221] მარჯვენა ხელი თმაზე წაავლო და მარცხენა ხელი წვერზე
  3. [222] ჰარუნს
  4. [223] ჰარუნმა
  5. [224] გააცინებ
  6. [225] რომელთაც ხბო დაიდგინეს ღვთაებად
სურა ეღრაფი — აიათი 150 | ყურანი ქართულად