არაბული
وَٱتۡلُ عَلَيۡهِمۡ نَبَأَ ٱلَّذِيٓ ءَاتَيۡنَٰهُ ءَايَٰتِنَا فَٱنسَلَخَ مِنۡهَا فَأَتۡبَعَهُ ٱلشَّيۡطَٰنُ فَكَانَ مِنَ ٱلۡغَاوِينَ
ქართული თარგმანი
და მათ[261]წაუკითხე[262]ამბავი იმის[263]შესახებ, რომელსაც ვუბოძეთ ჩვენი აიათები, მერე გაემიჯნა იგი მას, და მიიყოლა ეშმაკმა[264], ამრიგად იქცა გაუგონართაგან.
შენიშვნები
- [261] იუდეველებს
- [262] ჰეი, მუჰამმედ!
- [263] გადმოცემის თანახმად, უამრავი განმარტება არსებობს: 1. ესაა იუდეველი ერთ-ერთი სწავლული, რომელმაც დაწყევლა შუამავალი მუსა. 2. ეს არის არაბი სწავლული, რომელიც შუამავალ მუჰამმედის მოვლენამდე შუამავლობის მინიჭებას თავისთავზე ვარაუდობდა, მაგრამ როცა შუამავალ მუჰამმედს მიენიჭა შუამავლობა, უარყო იგი. 3. ეს არის ქრისტიანი ბერი, რომელმაც ორპირების ბრძანებით ააგო „მესჯიდი დირარი“ (ზიანის მომტანი მეჩეთი), რისი მეშვეობითაც ალლაჰის შუამავალის მასში შეტყუებასა და მის ლიკვიდაციას გეგმავდნენ.
- [264] იქცა ეშმაკის მეგობარი