დრო:

ჯუზი 8 · გვერდი 155 · Al-A'raaf

სურა ეღრაფი — აიათი 38

ყურანი ქართულ თარგმანში — samufto.ge

არაბული

قَالَ ٱدۡخُلُواْ فِيٓ أُمَمٖ قَدۡ خَلَتۡ مِن قَبۡلِكُم مِّنَ ٱلۡجِنِّ وَٱلۡإِنسِ فِي ٱلنَّارِۖ كُلَّمَا دَخَلَتۡ أُمَّةٞ لَّعَنَتۡ أُخۡتَهَاۖ حَتَّىٰٓ إِذَا ٱدَّارَكُواْ فِيهَا جَمِيعٗا قَالَتۡ أُخۡرَىٰهُمۡ لِأُولَىٰهُمۡ رَبَّنَا هَـٰٓؤُلَآءِ أَضَلُّونَا فَـَٔاتِهِمۡ عَذَابٗا ضِعۡفٗا مِّنَ ٱلنَّارِۖ قَالَ لِكُلّٖ ضِعۡفٞ وَلَٰكِن لَّا تَعۡلَمُونَ

ქართული თარგმანი

ბრძანებს[58]: „შედით ცეცხლში, ადამიანთა და ჯინთა მოდგმის გვერდით, რომელნიც თქვენ უწინ გარდასულან!“ ყოველი მოდგმის შესვლისას[59]დასწყევლის მოძმე თავისი[60], სანამ ყველანი ერთმანეთს შეხვდება იქ, მაშინ შემდგომნი[61]იტყვიან პირველებზე: ღმერთო ჩვენო, ესენი არიან, ვინც გვაცდუნეს ჩვენ და არგუნე იმათ ორმაგი სასჯელი ცეცხლისა.“ იტყვის[62]: „ყველას[63]ორმაგი სასჯელი გაქვთ, მაგრამ თქვენ არ უწყით!

შენიშვნები

  1. [58] უზენაესი ალლაჰი ეტყვის მათ ანგარიშსწორების დღეს
  2. [59] ცეცხლში, ჯოჯოხეთში
  3. [60] რომელიც მასზე ადრე იყო გზააცდენილობაში
  4. [61] რომელსაც იგივე ტანჯვა ელოდება
  5. [62] ალლაჰი
  6. [63] თქვენგან და მათგან