არაბული
أَهَـٰٓؤُلَآءِ ٱلَّذِينَ أَقۡسَمۡتُمۡ لَا يَنَالُهُمُ ٱللَّهُ بِرَحۡمَةٍۚ ٱدۡخُلُواْ ٱلۡجَنَّةَ لَا خَوۡفٌ عَلَيۡكُمۡ وَلَآ أَنتُمۡ تَحۡزَنُونَ
ქართული თარგმანი
განა ეგენი არიან, რომლებზეც იფიცებოდით[79], რომ ალლაჰის წყალობა არ ეწეოდათ? შედით სამოთხეში[80]! შიში არ გექნეთ და არცა დამწუხრდეთ თქვენ!
შენიშვნები
- [79] აღრაფის მკვიდრნი გასძახებენ ჯოჯოხეთის მკვიდრთ ღატაკების თაობაზე: განა თქვენ არ იყავით, იფიცებოდით ამ ღატაკებზე ალლაჰის წყალობა არ იქნება მოვლენილიო?
- [80] ჰეი, ღარიბნო, თქვენ ამის მერე არცა შიში გექნებათ და არცა სადარდებელი. სხვა გადმოცემის თანახმად კი, ისინი არიან ხალხი, რომელნიც აღრაფზე იმყოფებიან, უზენაესი ალლაჰი ეტყვის, თქვენ ორთავეს (ჯოჯოხეთისა და სამოთხის) მკვიდრთა მდგომარეობა იხილეთ, ახლა შედით სამოთხეშიო!