დრო:

ჯუზი 29 · გვერდი 575 · Al-Muzzammil

სურა მუზზემმილი — აიათი 20

ყურანი ქართულ თარგმანში — samufto.ge

არაბული

۞إِنَّ رَبَّكَ يَعۡلَمُ أَنَّكَ تَقُومُ أَدۡنَىٰ مِن ثُلُثَيِ ٱلَّيۡلِ وَنِصۡفَهُۥ وَثُلُثَهُۥ وَطَآئِفَةٞ مِّنَ ٱلَّذِينَ مَعَكَۚ وَٱللَّهُ يُقَدِّرُ ٱلَّيۡلَ وَٱلنَّهَارَۚ عَلِمَ أَن لَّن تُحۡصُوهُ فَتَابَ عَلَيۡكُمۡۖ فَٱقۡرَءُواْ مَا تَيَسَّرَ مِنَ ٱلۡقُرۡءَانِۚ عَلِمَ أَن سَيَكُونُ مِنكُم مَّرۡضَىٰ وَءَاخَرُونَ يَضۡرِبُونَ فِي ٱلۡأَرۡضِ يَبۡتَغُونَ مِن فَضۡلِ ٱللَّهِ وَءَاخَرُونَ يُقَٰتِلُونَ فِي سَبِيلِ ٱللَّهِۖ فَٱقۡرَءُواْ مَا تَيَسَّرَ مِنۡهُۚ وَأَقِيمُواْ ٱلصَّلَوٰةَ وَءَاتُواْ ٱلزَّكَوٰةَ وَأَقۡرِضُواْ ٱللَّهَ قَرۡضًا حَسَنٗاۚ وَمَا تُقَدِّمُواْ لِأَنفُسِكُم مِّنۡ خَيۡرٖ تَجِدُوهُ عِندَ ٱللَّهِ هُوَ خَيۡرٗا وَأَعۡظَمَ أَجۡرٗاۚ وَٱسۡتَغۡفِرُواْ ٱللَّهَۖ إِنَّ ٱللَّهَ غَفُورٞ رَّحِيمُۢ

ქართული თარგმანი

უეჭველად, შენი ღმერთი უწყის, რომ შენ ლოცვას აღავლენ სულ მცირე ღამის ორ მესამედ ან ამის ნახევარს, ან მის მესამედს, და ერთი ჯგუფი იმათგან, რომელნიც შენთან ერთად არიან. და ალლაჰმა გამოთვალა დღე და ღამე, იგი უწყის, რომ თქვენ ვერ გამოთვლიდით მას. ამიტომაც მოგიტევათ თქვენ. მაშ, იკითხეთ რაც გეიოლებათ ყურანისგან. იგი უწყის, რომ თქვენგან ერთი ნაწილი ავად გახდებოდა და სხვა დანარჩენები იმოგზაურებდნენ დედამიწაზე ალლაჰის წყალობის საძიებლად. და კიდევ სხვები იბრძვიან ალლაჰის გზაზე. მაშ, იკითხეთ რაც გეიოლებათ მისგან და აღავლინეთ ლოცვა, გაეცით ზექათი[4]და ასესხეთ ალლაჰს კეთილი სესხი. და რა სიკეთესაც წაიმძღვარებთ საკუთარი სულისთვის, იმას ჰპოვებთ ალლაჰთან, უფრო დიდი სიკეთედ და უდიდეს საზღაურად. და ალლაჰს მიტევება შესთხოვეთ, რამეთუ ალლაჰი შემწყალეა, მწყალობელია!

შენიშვნები

  1. [4] სავალდებულო მოწყალება
სურა მუზზემმილი — აიათი 20 | ყურანი ქართულად