არაბული
وَإِذۡ يَمۡكُرُ بِكَ ٱلَّذِينَ كَفَرُواْ لِيُثۡبِتُوكَ أَوۡ يَقۡتُلُوكَ أَوۡ يُخۡرِجُوكَۚ وَيَمۡكُرُونَ وَيَمۡكُرُ ٱللَّهُۖ وَٱللَّهُ خَيۡرُ ٱلۡمَٰكِرِينَ
ქართული თარგმანი
და[53]აკი, გეგმავდნენ ოინებს შენდამი, რომელთაც უარყვეს[54], რათა შეეპყარი ან მოეკალი ან გაეძევებინე[55]შენ. და ოინებს აწყობდნენ ეგენი და ალლაჰიც მოუწყობს ოინს[56]; და ალლაჰი ოინის მომწყობთაგან ყველაზე უკეთესია.[57]
შენიშვნები
- [53] გაიხსენე, ო, მუჰამმედ
- [54] როცა შეიკრიბნენ ნედვეს სასახლეში შენს წინააღმდეგ
- [55] მექადან
- [56] მან გამცნო შენ, რასაც აწყობდნენ და ქალაქიდან გაგიყვანა
- [57] ალლაჰი უწყის მათ ყველა განზრახვას