დრო:

ჯუზი 10 · გვერდი 183 · Al-Anfaal

სურა ენფალი — აიათი 48

ყურანი ქართულ თარგმანში — samufto.ge

არაბული

وَإِذۡ زَيَّنَ لَهُمُ ٱلشَّيۡطَٰنُ أَعۡمَٰلَهُمۡ وَقَالَ لَا غَالِبَ لَكُمُ ٱلۡيَوۡمَ مِنَ ٱلنَّاسِ وَإِنِّي جَارٞ لَّكُمۡۖ فَلَمَّا تَرَآءَتِ ٱلۡفِئَتَانِ نَكَصَ عَلَىٰ عَقِبَيۡهِ وَقَالَ إِنِّي بَرِيٓءٞ مِّنكُمۡ إِنِّيٓ أَرَىٰ مَا لَا تَرَوۡنَ إِنِّيٓ أَخَافُ ٱللَّهَۚ وَٱللَّهُ شَدِيدُ ٱلۡعِقَابِ

ქართული თარგმანი

და აკი, ეშმაკმა მოუკაზმა მათ საქმენი მათი და უთხრა: არ იქნება კაცთაგან თქვენი მძლეველი ამ დღეს. და უეჭველად, მე მოკავშირე ვარ თქვენი[97]. ხოლო ერთმანეთს როცა შეერკინა ორი რაზმი, შეტრიალდა და გაიქცა იგი, და თქვა: უეჭველად, მე შორსა ვარ თქვენგან[98]. უეჭველად, მე ვხედავ იმას, რასაც თქვენ ვერ ხედავთ[99]. ნამდვილად, მე მეშინია ალლაჰის[100], რამეთუ ალლაჰის სასჯელი მკაცრია!

შენიშვნები

  1. [97] ეშმაკი ურწმუნოებს ეახლა სერაყეთე იბნი მალიქის სახით და უთხრა: მე თქვენ დაგეხმარები, ასევე თქვენ გაქვთ ქენანეს ტომთან უთანხმოება, მე კი მათი ლიდერი ვარ და ამ პრობლემასაც მოვაგვარებო.
  2. [98] მე არ ვარ თქვენი მოკავშირე და არცა ვიყავი
  3. [99] ანგელოზებს
  4. [100] რომ გამანადგუროს
სურა ენფალი — აიათი 48 | ყურანი ქართულად